ზაზა მეიშვილი, რომელიც ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე, დღეს არის ილიას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და გასაგებია რა სამართალსაც ასწავლის სტუდენტებს

ზაზა მეიშვილი, რომელიც ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე, დღეს არის ილიას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და გასაგებია რა სამართალსაც ასწავლის სტუდენტებს
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნანა ქადაგიშვილია მოწვეული, „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, საქმეში ფიგურირებს ზაზა მეიშვილი, რომელიც ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე და რომელიც დღეს არის ილიას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი. მისივე თქმით, გასაგებია რა სამართალსაც ასწავლის სტუდენტებს და რა შეხედულება შეიძლება ჰქონდეთ მათ საერთოდ სამართალზე.
„ზაზა მეიშვილი, რომელიც ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე, აბსოლუტურად უფლება არ ჰქონდა კანონიერადაც რომ მოეთხოვა რამე, მითუმეტეს უკანონო ზეწოლას ახდენდა ეს ადამიანი, რომელიც იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე თავის დროზე, იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, დღეს არის ილიას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და გასაგებია რა სამართალსაც ასწავლის სტუდენტებს და რა უნდა გამოვიდნენ მისი სტუდენტები, რა შეხედულება შეიძლება ჰქონდეთ სამართალზე საერთოდ და ქვეყნის მოწყობაზე და საზოგადოებაზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
Previous: ს მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას გიორგი მურვანიძე დაიკავებს

ასევე დაგაინტერესებთ

პარტიის თავმჯდომარის ქმარი მოიტაცეს და განცხადება მაშინვე კი არ გააკეთა ბოკუჩავამ, დაელოდა დღეების გასვლას და ახლა გვამცნო?! შინაგან საქმეთა მინისტრი გარია საქმეში – გელა გელაძე რაღა შუაშია, ასეთი პრიმიტიული მეთოდებით ცდილობენ დისკრედიტაციას?

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ზაზა გვიმრაძე-შემიყვანეს ოფიცრის ოთახში. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე, ორივემ ერთობლივად მუხლი მოიქნია და ჩამარტყეს. სუნთქვა დამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, ზემოდან მადგას ოფიცერი და ჯვარზე და თავზე მაფურთხებს

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო