ოდნავი დაზიანებაა ინფრასტრუქტურული სამხედრო ბაზაზე. გრძელდება ფრთოსანი რაკეტების გამოშვება ისრაელის მიმართულებით, მაგრამ ისრაელის საჰაერო ძალები ახერხებენ და ქვეყნის ტერიტორიის გარეთ ანადგურებენ მათ, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ისრაელში საქართველოს ელჩმა ზაზა კანდელაკმა განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში პანიკა არ არის და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
„სამუშაო დღეა ისრაელში და სკოლები დაიხურა. ბავშვებს, ასე ვთქვათ, სწავლა შეუწყდათ. რამდენი ხანი გაგრძელდება ეს, ძნელი სათქმელია. პრემიერმა ნეთანიაჰუმ მოიწვია ომის კაბინეტი და სხდომა ჩატარდა. ყველანაირად მზად იყო ისრაელი ამ შემოტევისთვის. ამერიკელებისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ძალებმა, რომლებიც იმყოფებიან როგორ წითელ ასევე ხმელთაშუა ზღვაში, სერიოზული დახმარება აღმოუჩინეს ისრაელის სახელმწიფოს“, – აღნიშნა კანდელაკმა.