„ოცნების“ შიდა კლანებს შორის არის ახლა ბრძოლა და დაპირისპირება, რომელიც სისხლამდე მივიდა, ეს გამოიწვია იმან, რომ „ოცნებამ“ 2024 წლის ოქტომბერში მიიტაცა ხელისუფლება, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
ზაზა თავაძის განცხადებით, საზოგადოების უმრავლესობისთვის თორნიკე რიჟვაძის თვითმკველობის მცდელობის ვერსიის არ სჯერა, რადგან „ოცნება“ დგას ტყუილებზე და კორუფციაზე“.
“ოცნების“ რეჟიმი შიგნიდან რყევების პირობებშია. ფაქტია, რომ საზოგადოებას არ სჯერა შემოთავაზებული ვერსიის, იმის გათვალისწინებით, რა სახეც დღეს აქვს „ოცნებას“. „ოცნება“ დგას ტყუილებზე, კორუფციაზე, შავ სალაროზე და ზუსტად შავი სალაროს გადანაწილების პროცესიაო, ამბობს საზოგადოების უმრავლესობა. ვიცით, რომ შავ სალაროში ძალიან დიდი წილი აქვს აჭარას და ასევე თბილისს, ამ შავ სალაროს ვინც განაგებს, ეგეც ვიცით და ახლა, როცა მათ პოლიტიკურად უჭირთ, არაღიარებისა და სანქციების ფონზე, ამას ხომ დიდი ფინანასური რესურსი სჭირდება? ფინანსური რესურსის მოთხოვნა გაჩნდა. ოვერდოზი აქვს რეჟიმს, ნებისმიერი რეჟიმი ხომ დემოკრატიაზე ძვირი ჯდება, შესაბამსიად ახლა ხდება ჭანჭიკების გადაჭერა. ჭანჭიკების გადაჭერის პროცესში შიდა კორუფციული სინდიკატის მიმდინარეობები იწვევს ამ დაპირისპირებას და მივედით სისხლიან დაპირისპირებამდე. ხალხი ასე აღიქვამს და ჩვენ ვერ დავიწყებთ სპეკულაციებს, ეს ნამდვილად ასე იყო თუ არა. იმდენად იაფფასიანად და არადამაჯერებლად იყო დაწერილი, რომ წერილის არ სჯერა საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას“, – განაცხადა ზაზა თავაძემ.
ზაზა თავაძის განცხადებით, „ოცნებას“ მორიგი არჩევნების გაყალბებისთვის ფინანსური რესურსების დაგროვება უჭირს და საკუთარ „სხეულს დაუწყეს ჭამა“.
„ირაკლი კობახიძე ჩვენი ინფორმაციით, არის იმ შავი სალაროს მთავარი განმკარგავი, რომელიც არჩევნებზე გამოიყენება. ასეთი ნიშნები ჩანს, რომ მათ უნდათ მორიგი არჩევნების გაყალბებისთვის და შესაბამისი ხმების დაწერისთვის ფინანსური რესურსი. როდესაც ფინანსური რესურსების აკუმულირება გიჭირს, უკვე შენს სხეულს დაუწყებ ჭამას და ამ პროცესში არიან ახლა“, – განაცხადა ზაზა თავაძემ.
