ზაზა თავაძე – „ოცნების“ ჯერ კიდევ შემორჩენილ პროევროპულ ამომრჩეველს მინდა მივმართო, კალაძეს ევროპა უნდა თავის პირადი კომფორტისთვის და არა თქვენთვის, მორიგ ჯერზე გატყუებთ და თავს ნუ მოიტყუებთ

„ოცნების” ჯერ კიდევ შემორჩენილ პროევროპულ ამომრჩეველს მინდა მივმართო, კალაძეს ევროპა უნდა თავის პირადი კომფორტისთვის და არა თქვენთვის, მორიგ ჯერზე გატყუებთ და თავს ნუ მოიტყუებთ. მოდით არჩევნებზე, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაზა თავაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ოცნების“ ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიამერიკული მესიჯების მთავარი გამხმოვანებელი და კორუფციის სახე კალაძე, კიდევ ბედავს და ,,ოცნების” ტყუილების სტილში კვლავ თავხედურად ტირაჟირებს სიცრუეს. თითქოს ჩვენ ვერ მოვიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ ანტიდემოკრატიული, ანტიევროპული ან ანტიამერიკული გზავნილები მათ გაეკეთებინოთ.
თითქოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმოწერის გამო, ჩვენ გაგვეშვას უკანონოდ და პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან მერიის კომპეტენტური თანამშრომლები! ყველაფერს ხომ აქვს მართლა საზღვარი, კალაძის მიერ, თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე, ძალიან საეჭვო კონტრაქტით, დასანქცირებული რუსული ,,Камаз”-ების ყიდვის არ იყოს!
P.S. ,,ოცნების” ჯერ კიდევ შემორჩენილ პროევროპულ ამომრჩეველს მინდა მივმართო, კალაძეს ევროპა უნდა თავის პირადი კომფორტისთვის და არა თქვენთვის, მორიგ ჯერზე გატყუებთ და თავს ნუ მოიტყუებთ. მოდით არჩევნებზე და ხმა მიეცით ნამდვილ პროევროპულ პარტიებს და არა მექრთამე და მატყუარა ,,ოცნება”-ს, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მოპარული ფულის გადასარჩენად, ,,ღირსებით ევროპისკენ” ნაცვლად, არაბებს უღირსად ხელებს უკოცნის და მზაკვრულად რუსეთისკენ მიგვათრევს!“- წერს ზაზა თავაძე „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

“ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მოხდა ასეთი რამ. მე 4 წლის განმავლობაში ვიყავი მერი, ასევე საკრებულოს წევრი, ვემსახურებოდი საზოგადოებას, ჩოხატაურელებს, ვემსახურებოდი ყველას და მყავს მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი ბებო, ვნანობ, რაც გავაკეთე”

4 ოქტომბრის საქმეზე მოწმე პოლიციელი: ათონელის ქუჩაზე, აქციის მონაწილეები ჩვენ მიმართ ისროდნენ სხვადასხვა ნივთს, ქვებს, გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, რასაც მაქსიმალურად ვითმენდით, მე თავის არეში მომხდა ფილა – ვინ ისროლა, არ დამინახავს