ზაზა ვაშაყმაძე შეიხ ფაიგ ნაბიევს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ახლად არჩეულ შეიხს, ფაიგ ნაბიევს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
ზაზა ვაშაყმაძემ შეიხს არჩევა მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ მისი თანამშრომლობა რელიგიის სააგენტოსთან ინტენსიური იქნება.
მან მოკლედ მიაწოდა ინფორმაცია სტუმარს რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ და აღნიშნა მათში მუსლიმი თემის, როგორც შიიტური, ისე სუნიტური მიმართულების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობა.
„რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მხრიდან მუსლიმი თემისთვის გაწეულ დახმარებაზე და აღნიშნა, რომ ეს ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება.
მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, ფაიგ ნაბიევმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მასპინძლობისთვის, შეხვედრას ესწრებოდნენ მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები: ოქტაი ისაევი, ნიაზ ამირხანოვი, ფირდოსი კასუმოვი, გურბან მურგუზოვი, რახიდ კერიმოვი და აზიზ ნაბიევი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა