ზაზა გულიაშვილი: ქართულმა ოცნებამ საქართველოს უღალატა! ვტოვებ „ქართული ოცნების“ რიგებს და გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს!

ქართულმა ოცნებამ საქართველოს უღალატა!
მინდა, საზოგადოებას გავანდო ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც არის შედეგი დღევანდელი ხელისუფლების გაუმართავი პოლიტიკისა და უპასუხისმგებლო ქმედებების.
„ქართულმა ოცნებამ“, რომელიც პოლიტიკურ ავატარად აირჩია ღირსების, ღირსეული ცხოვრებისა და განვითარებისთვის ბრძოლა, დღეს სერიოზული დარტყმა მიაყენა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. პარტია, რომელიც იყო საფუძვლიანი იმედებისა და პატიოსანი პოლიტიკის არდში, ახლა მხოლოდ პირადი ინტერესების მფლობელთა ჯგუფის სასარგებლო ინსტრუმენტია.
დღეს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისი, ეკონომიკური პრობლემა და სოციალური უთანასწორობა დომინირებს, ვერ ვხედავ საკუთარ თავს ამ პარტიის რიგებში. არ შემიძლია მხარი დავუჭირო პოლიტიკას, რომელიც არ ემსახურება საქართველოს, ჩვენს ხალხს და ევროპულ მომავალს.
დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული ღირებულებები, თავისუფლება და დემოკრატია არის ის გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას არა მარტო წინ წაწევს, არამედ სრულყოფილ და პასუხისმგებელ საზოგადოებაში დააყენებს.
სწორედ ამიტომ, ვტოვებ „ქართული ოცნების“ რიგებს და გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს!
ქარელის მუნიციპალიტეტის მერი
ზაზა გულიაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა