ზაზა გოგავა კოდორის ხეობაში მოსახლეობის გაფრთხილებაზე: ვერ გავაკეთე და იმიტომ, ვერ შევძელი, არის ხანდახან ამბავი, რომ ერთმა კაცმა უნდა აკეთოს და ვერ შევძელი ამდენი

ზაზა გოგავა კოდორის ხეობაში მოსახლეობის გაფრთხილებაზე: ვერ გავაკეთე და იმიტომ, ვერ შევძელი, არის ხანდახან ამბავი, რომ ერთმა კაცმა უნდა აკეთოს და ვერ შევძელი ამდენი
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვისას გაერთიანებული შტაბების ყოფილ ხელმძღვანელ ზაზა გოგავას რამდენიმე კითხვა დაუსვა.
სოზარ სუბარის კითხვები შეეხებოდა კოდორის ხეობიდან ჯარის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილის გამოყვანას, თუ ვის მიერ იქნა ბრძანება გაცემული, რაზეც გოგავამ უპასუხა: „ მე გავეცი“. კითხვაზე, თუ რატომ არ მოხდა კოდორის მოსახლეობის გაფრთხილება გოგავამ განაცხადა, რომ ვერ შეძლო გაფრთხილება. „ვერ გავაკეთე და იმიტომ, ვერ შევძელი, არის ხანდახან ამბავი, რომ ერთმა კაცმა უნდა აკეთოს და ვერ შევძელი ამდენი,“-უპასუხა ზაზა გოგავამ.
Next: ზაზა გოგავა ევროსაბჭოს 1633 რეზოლუციაზე – მე არ ვეთანხმები მუხლს სამხედროებთან მიმართებაში, თქვენ მხარეს ვარ მაგაზე

ასევე დაგაინტერესებთ

მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას შეხვდა-თუ ხელისუფლების მიმართ “არაღიარების პოლიტიკა“ მოქმედებს, რატომ ხვდებიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები მათ

თუ იოსელიანი 3 დღის წინ გაიტაცეს და 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდა, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს? რატომ არ მოითხოვა მყისიერად სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღება და ნაცვლად ამისა რატომ დაელოდა ორშაბათ დღეს, იმისათვის რომ პოლიტიკური შოუ მოეწყო…?