ზაზა გოგავამ შსს იმჟამინდელი მაღალჩინოსნის შოთა უტიაშვილის ქცევას, რომელმაც 2008 წლის ომის დროს პირდაპირ ეთერში რუკაზე განლაგებასთან და შეტევებთან დაკავშირებით ისაუბრა კატასტროფული შეცდომა უწოდა

ზაზა გოგავამ იმჟამინდელი მაღალჩინოსნის შოთა უტიაშვილის ქცევას, რომელმაც 2008 წლის ომის დროს პირდაპირ ეთერში რუკაზე განლაგებასთან და შეტევებთან დაკავშირებით ისაუბრა კატასტროფული შეცდომა უწოდა
2008 წელს გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი ზაზა გოგავა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004 – 2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი განიხილება, კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის კითხვას პასუხობს. კერძოდ, საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის ქმედებას, რომელიც აგვისტოს ომის დროს, პირდაპირ ეთერში რუკაზე აჩვენებდა განლაგებას და სამომავლო გეგმებზე საუბრობდა.
ზაზა გოგავამ შსს იმჟამინდელი მაღალჩინოსნის, შოთა უტიაშვილის ქცევას, „კატასტროფული შეცდომა“ უწოდა. სუბარის კითხვაზე, რომ გოგავამ, როგორც შტაბის ხელმძღვანელმა, რომელსაც ყველა ემორჩილებოდა, ნუთუ ვერ გასცა ბრძანება, რომ შოთა უტიაშვილი და ეკა ზღულაძე მოეხნათ ეთერიდან, გოგავა პასუხობს, რომ „ეს ომია და ეგეთი რაღაცები ხდება“. „გამოდის, რომ არის რაღაცები რასაც ყურადღებას ვერ აქცევ. გამოდის კი არა, ასეა. ეს ომია და ომში ეგეთი რაღაცები ხდება“-აღნიშნა გოგავამ.
Next: ზაზა გოგავა კოდორის ხეობაში მოსახლეობის გაფრთხილებაზე: ვერ გავაკეთე და იმიტომ, ვერ შევძელი, არის ხანდახან ამბავი, რომ ერთმა კაცმა უნდა აკეთოს და ვერ შევძელი ამდენი

ასევე დაგაინტერესებთ

რატომ არის ეროვნული ბანკის მუშაობა წარმატებული? ციფრებს დავაკვირდეთ, 17%-ით გაიზარდა დაფინანსება ეკონომიკის, 16%-ით გაიზარდა დეპოზიტები პიროვნებების და დაახლოებით 13%-ით – იურიდიული პირების – სხვა როგორ უნდა შეაფასო თუ არა დადებითად

“თიბისისა” და “საქართველოს ბანკის” აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს ერთი შეხედვით უწყინარი ტრანზაქცია, რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა – ბანკების აქციების მყიდველი კარგად ნაცნობი “ბლექ როქია”, რომელიც გლობალური ძალების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია

„დიფ სთეითმა“ რასაც ვერ მიაღწია ქუჩით, სურს მიაღწიოს ფულით! ამჯერად მისი სამიზნე ფინანსური ინსტიტუტები „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკია“ და სწორედ მათ ხელში ჩაგდებას ცდილობს შავი ძალა „დიფ სთეითის“ სახით