: როდის ახსენა ქოცმა საქართველოს მართლა – სრულიად “არანაწილობრივ” – გამაერთიანებელი დავით აღმაშენებელი? მე არ მახსენდება. დავით აღმაშენებლისადმი ქოცის დამოკიდებულება გელათიდანაც ჩანს

„ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელი 
გუშინ, თელავში სიტყვით გამოსვლისას, შალვა პაპუაშვილმა თქვა, ერეკლე მეორემ საქართველოს გააერთიანება მოახერხაო. მერე დააკონკრეტა – ნაწილობრივო.
ასეთი ვერაგი, ანტიქართული პროპაგანდა რუსქოცისგანაც კი ძნელი მოსასმენია.
არა, ერეკლე მეორეს საქართველო არ გაუერთიანებია. ქართლის ტახტი მამამისის გარდაცვალების შედეგად ერგო (მას ეს არ “მოუხერხებია”). აი, იმერეთისა და ქართლ-კახეთის გაერთიანება კი შეეძლო, თან უბრძოლველად, მაგრამ შემოთავაზებას არ დათანხმდა. თუ რატომ, ამაზე ისტორიკოსებმა იმსჯელონ.
რაც მთავარია, დაფიქრდით, საქართველოს რა მოდელს გვთავაზობს რუსული პროპაგანდა: ისინი გვინერგავენ წარმატებული, “თითქმის” გაერთიანებული საქართველოს ხატს, რომელშიც შესაძლოა არ მოიაზრებოდეს , სამეგრელო, სვანეთი, გურია, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი, მესხეთი და ჯავახეთი.
დაფიქრდით, როდის ახსენა ქოცმა საქართველოს მართლა – სრულიად “არანაწილობრივ” – გამაერთიანებელი დავით აღმაშენებელი? მე არ მახსენდება. დავით აღმაშენებლისადმი ქოცის დამოკიდებულება გელათიდანაც ჩანს, რომელიც ჯერ გაანადგურეს და მერე საპატრიარქოს შეაჩეჩეს მოსავლელად.
დაბოლოს, ქოცს შევახსენებ, რომ ერეკლე მეორემ თავისი სიცოცხლის მანძილზე დაახლოებით 80-ჯერ “ვერ აირიდა” თავიდან ომი. და ყოველ ჯერზე ის თავად იბრძოდა, ლაჩრულად არ დამალულა. არც ოქროს ზოდები უგროვებია ბუნაგში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო ჩხეიძე: კადრი კადრად და რომ მოვუსმუნე, განათლების რეფორმაზე საუბრობდა ჩვენი პრემიერი, სკამზე ჯდომა რომ ვერ ასწავლეს ის. ჟურნალუსტმა ეკონომიკაზე ჰკითხა და ეს განათლებაზე პასუხობს

შალვა პაპუაშვილი გაფართოების ანგარიშზე – ასეთი პრეტენზია საქართველოს შეფასებისა, გვახსოვს, ვის ჰქონდა – საბჭოთა მოსკოვს, რომელიც ხან ხუთწლედის გეგმებს გვისახავდა და ხან რას – ბრიუსელი პირდაპირი გზით მიექანება უკან, საბჭოთა კავშირისკენ