ზაზა ბიბილაშვილი – ის, რაც საქართველოში ხდება, უკვე კლასიკური ავტორიტარიზმია – ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში ტერმინი „დემოკრატიული უკუსვლა“, დამთავრდა

ის, რაც საქართველოში ხდება, უკვე კლასიკური ავტორიტარიზმია და ტერმინი „დემოკრატიული უკუსვლა“ საქართველოს შემთხვევაში დამთავრდა. ქვეყანაში ბოლო დროს მიღებული რეგულაციები თითქოს კანონიერად ხდება, თუმცა რეალურად, ეს არის თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, – ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზაზა ბიბილაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები და ასევე ხელისუფლების მხრიდან რამდენიმე ქართული მედიის წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში ჩივილი აჩვენებს, რომ ხელისუფლება ცდილობს რეგულაციები საკუთარ თავს მოარგოს.
„ქართულმა ოცნებამ“ ხელში ჩაიგდო კომუნიკაციების კომისია და პრაქტიკულად 100%-ით საკუთარი კადრებით დააკომპლექტა. მან საკუთარ თავს მოირგო კანონი და უკვე სიტყვებს გვიცენზურებს. უკვე წინასწარ ცნობილია, რაც მოხდება მედიასაშუალებებთან მიმართებაში, რადგან ამ პროცესში ჩართული პირები ერთი დიდი თამაშის მონაწილეები არიან. ისინი შოუს დგამენ.
„ქართულ ოცნებას“ თავიდანვე ჰქონდა ერთი მახასიათებელი და ეს არის აფილირება რუსეთთან. დღეს, როდესაც ყველა კარტი გახსნილია, რუსეთს აღარ აქვს იმის ფუფუნება, მათ დემოკრატიობანა ათამაშოს. ამ ვითარებაში მათ აქვთ მიცემული პირდაპირ დავალება დან, რომ მოკლან თავისუფალი სიტყვა და პროტესტი. მათ სურთ საქართველოში ყოველგვარი თავისუფალი სიტყვა და წინააღმდეგობა დამთავრდეს და საქართველო გახდეს ე.წ. русский мир-ის ნაწილი. რუსეთის გეოპოლიტიკური მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთი იყოს მთლიანად მისი გავლენის სფერო. ადრე „ქართული ოცნების“ რიტორიკა იყო, რომ წინა ხელისუფლება ბიუჯეტს ჯარიმებით ავსებდა. ახლა კი ვხედავთ, რომ ჯარიმები გაათმაგდა და გაასმაგდა. ისინი ამით ამაყობენ. ისინი სიამოვნებას იღებენ იმით, რომ რუსთაველზე გასულ აქტივისტებს 5 000 ლარით აჯარიმებენ,“ – განაცხადა მან.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს, ბიბილაშვილმა აღნიშნა, რომ ალტერნატიულ რეალობაზე საუბრობს, რაც ხელისუფლების მხრიდან პროპაგანდის კლასიკური მაგალითია.
„ვუსმენდი კობახიძის გამოსვლას. ერთდროულად მეცინებოდა და ვბრაზდებოდი ამ განცხადებებზე. ეს არის პროპაგანდის კლასიკური მაგალითი. ქვეყანაში ყველა მიმართულებით ფუნდამენტური პრობლემებია. ამ დროს კი ე.წ. პრემიერი გვთავაზობს ალტერნატიულ რეალობას. მას უნდა ილაპარაკოს ციფრებზე, რომლებიც სრულიად აცდენილია რეალობას. ის არ საუბრობს იმაზე, რომ გყავს ათობით სინდისის პატიმარი, არც იმაზე, რომ ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც ჩაესვლება, არის უნგრეთი, რომელიც თავის მხრივ, კეთროვანია ევროპაში. მათ უნდათ დამოუკიდებელი მედიის მოგუდვა საქართველოში.
ისინი საუბრობენ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, თუმცა ევროკავშირის არცერთი ლიდერი, ორბანის გარდა მათ არ ხვდება. ეს სამარცხვინო ვითარებაა. ის ფაქტი, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი კობახიძეს მხარზე ხელს მოუთათუნებს და გავლისას გამოელაპარაკება, ეს მათთვის ხდება ნიუსი და ამაზე აგებენ სპეკულაციებს, თითქოს 15 წამში მნიშვნელოვან რამეზე ისაუბრეს. ამ ხელისუფლების პირობებში დასრულებულია ევროკავშირსა და ნატოზე საუბარი,“ – განაცხადა მან.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძისადმი ს შეფასებას და იმას, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მას „გმირი“ და „საერთაშორისო პატრიოტი“ უწოდა, რომელიც „ბრიუსელს თავს არ უხრის“, ბიბილაშვილი აღნიშნავს, რომ კობახიძე და ორბანი მსგავს სიტუაციაში იმყოფებიან.
„დღესდღეობით ორბანს ძალიან უჭირს. ის, ვისთანაც, ყველაზე ხშირად საუბრობს არის . კობახიძის წარმოდგენა გმირად ან ლიდერად ღიმილის მომგვრელია. გაუგებარია, რას ნიშნავს „საერთაშორისო პატრიოტი“. ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ, რას გვთავაზობს ივანიშვილის რეჟიმი. მათთვის ანწუხელიძე არის ვიღაცის პიარს შეწირული გმირი, რეალური გმირი კი კობახიძეა. ისინი შეურაცხყოფას აყენებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის თავი გაწირეს. მათ აწყობთ ვისაუბროთ ამ თემებზე და არა სხვა საკითხებზე. მაშინ როდესაც, ზურაბ ჯაფარიძე დაკავებულია მხოლოდ იმიტომ, რომ შოუ დადგეს, „წულუკიანის ცირკი“ და არაფრის გამო უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში. ეს არის უზენაესი ბოროტება, რომელსაც ივანიშვილი გვთავაზობს.
„ქართული ოცნება“ ცდილობს საკუთარი თავი ლეგიტიმურ ძალად წარმოაჩინოს. თითქოს გააჩნიათ იდენტობა და ხედვა. სინამდვილეში ეს არის სიტუაციური გადაწყვეტილებები. წლების წინ ისინი იყვნენ „ევროპელი სოციალისტების“ წევრები, საიდანაც ისინი კინწისკვრით გამოაგდეს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ტერიტორიებიც არის რუსეთის მიერ ოკუპირებული. ეს საკითხი ივანიშვილის რეჟიმისთვის საერთოდ თემა არ არის. ისინი საუბრობენ ბრიუსელისთვის თავის არ დახრაზე, თუმცა არ საუბრობენ რუსეთისთვის თავის არ დახრაზე. ეს არის რეჟიმი, რომლისთვისაც მხოლოდ საკუთარი ინტერესებია უმთავრესი,“ – განაცხადა მან.