ზაზა ბიბილაშვილი: ერთადერთი მიზეზი, რატომაც ქოცები ერეკლეს სახელს ეპოტინებიან, გეორგიევსკის ტრაქტატია, რომლითაც მათ საკუთარი ღალატის გამართლება სურთ

“ერეკლე II მეომარი მეფე იყო. მეფე, რომელმაც ყველაზე მეტი ბრძოლა გადაიტანა საქართველოს ისტორიის მანძილზე. მოღალატე, ლაჩარი ქოცების მიერ მის სახელს ამოფარება უდიდესი ცინიზმი, მკრეხელობა და ყველა თავმოყვარე ქართველის პირადი შეურაცხყოფაა.
სინამდვილეში, ერთადერთი მიზეზი, რატომაც ქოცები ერეკლეს სახელს ეპოტინებიან, გეორგიევსკის ტრაქტატია, რომლითაც მათ საკუთარი ღალატის გამართლება სურთ. მაგრამ კონტექსტი სულ სხვა რამეს გვეუბნება. არ დარდება დიდი მეფე ამ ბაცილებთან:
დავიწყოთ იმით, რომ ერეკლე მეორე საქართველოს ევროპეიზაციის მოსურნე, დიდი რეფორმატორი, განმანათლებელი და მამაცი მებრძოლი იყო (საკუთარ ხალხს ბრონირებული დუშკაბინის უკნიდან არ ელაპარაკებოდა). ამდენად, თავისი არსით ანტი-ქოცი იყო ერეკლე.
ათას გმირობას შორის, ხანგრძლივი მეფობისას, რამდენიმე შეცდომაც დაუშვა. შეცდომათაგან ყველაზე დიდი გეორგიევსკის ტრაქტატი იყო. მაგრამ ეს შეცდომაც ახსნადია – მაშინ ჯერ არ ვიცნობდით რუსეთს, არ გვქონდა ამ ვერაგ იმპერიასთან ურთიერთობის გამოცდილება.
ერეკლეს სურვილი, საქართველოში რუსული ჯარი შემოეყვანა, დღეს ნატოში გაწევრიანებისა და აქ ნატოს ჯარის შემოყვანის ტოლფასია. მაშინ (1783 წელს) ჯერ არ იყო მტერი. დღეს კი რუსეთია ერთადერთი მტერი. ამდენად, ერეკლეს მიერ რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი არ დარდება 2024 წელს ქოცების ისტორიულ ღალატს, რომლებიც შეგნებულად გვიკეტავენ ევროპის კარს.
რასაც ქოცები დასავლეთს აბრალებენ (უსაფუძვლოდ), სინამდვილეში ზუსტად იმას აკეთებდა მათი მოკავშირე რუსეთი საქართველოში ერეკლეს დროს – გვაომებდა ოსმალეთთან და ირანთან, გვტოვებდა შეპირებული დახმარების გარეშე, ახოცინებდა ქართველებს და გვასუსტებდა, რომ ბოლოს ლამის უომრად დავეპყარით.
ისიც საინტერესოა, რომ ქოცები თან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით სპეკულირებენ (რაც, ცხადია, ვერ და არ მოხდება მათ პირობებში), თან ივიწყებენ, თუ როგორ მოიქცა ერეკლე, როცა საქართველოს გაერთიანების შესაძლებლობის წინაშე დადგა.
ასეა თუ ისე, ერეკლე გმირი იყო. ქოცები მოღალატეები არიან. ერეკლემ საქართველოსთვის იცხოვრა. ქოცები ფულისთვის ცხოვრობენ. ირაკლი რომ მეფე ერეკლეს ძეგლს დგამს, იგივეა, სერგო ორჯონიკიძე ნოე ჟორს ძეგლს დგამდეს. დანაშაულები დანაშაულებად, მაგრამ ეს ცინიზმი არ უნდა შერჩეთ ამათ,” – წერს სოციალურ ქსელში  „ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელი .

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს