“ზაგლებიემ” თორნიკე გაფრინდაშვილი გაანათხოვრა

პოლონურმა “ზაგლებიემ” 26 წლის ქართველი ნახევარმცველი თორნიკე გაფრინდაშვილი 6-თვიანი იჯარით “არკაში” გაუშვა.
ჩვენებურს მიმდინარე სეზონში თამაში თითქმის არ უწევდა და მოედანზე მხოლოდ 3 შეხვედრაში გამოჩნდა, ზოგჯერ კი “ზაგლებიეს” მე-2 გუნდშიც ასპარეზობდა.
რაც შეეხება “არკას”, ქალაქ გდინიის კლუბი პოლონეთის პირველ ლიგაში ასპარეზობს, სადაც ლიდერია და ექსტრაკლასაში გადასვლის მთავარი კანდიდატია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში