ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
,,უკრაინის მოქალაქე და საქართველოში მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი (და მისი პარტიაც) დაჟინებით ითხოვს პოლიტიკურ დებატებში ჩართვას, ფაქტიურად ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას, რაც უცხოეთის მოქალაქეს კანონით ეკრძალება. თუმცა, ეს როგორც იტყვიან დეტალებია.
მთავარია, რის არტიკულაციას ახდენს სააკაშვილი. მისი განცხადებები, “რომ ხელისუფლებას ერთ კვირაში დაასრულებდა,” თავისუფლებაზე რომ იყოს, და სხვა მსგავსი ესკაპადები, აჩვენებს, რომ ის ვერა და ვერ გამოვიდა რევოლუციური ნირვანიდან.
მისთვის ხელისუფლებაში არჩევნებით მოსვლა, უბრალოდ ქიმერაა, რაკი ერთხელ გაუმართლა რევოლუციაში, ისიც გარე მხარდაჭერით, ეხლაც იგივეს ლამობს. სააკაშვილი,,როგორც პოლიტიკური ცხოველი, ყნოსვით და ინსტიქტით გრძნობს, რომ თუ გამოუვიდა, ევრობიუროკრატია და ტრამპის ადმინისტრაციაც (მხოლოდ ძალას რომ სცემენ პატივს), ტაშს დაუკრავენ.“




