ზაალ ანდრონიკაშვილი: ბევრს უკითხავს ან უფიქრია, ნეტა ვინ იყვნენ, რა ხალხი იყო კოლეგებს, მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს და ზოგი ოჯახის წევრებს რომ ასმენდა 1937 წელს. რა ხალხმა დაწერა “4 მილიონი დანოსი”?

“ბევრს უკითხავს ან უფიქრია, ნეტა ვინ იყვნენ, რა ხალხი იყო კოლეგებს, მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს და ზოგი ოჯახის წევრებს რომ ასმენდა 1937 წელს. რა ხალხმა დაწერა “4 მილიონი დანოსი”? ან აქამდე როგორ მივიდნენ, ან სინდისი ხანდახან მაინც არ აწუხებდათო?
შორს წასვლა არ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მოისმინოთ საზმაუს “ბორდის” სხდომა და შეხედოთ ს ან გია მურღულიას.
ისინი პირდაპირ ეთერში პროკურატურაში ასმენენ მათზე უკეთეს, პროფესიონალ, კეთილსინდისიერ, ღირსეულ კოლეგებს.
ასეთი იყო ის ხალხიც, თან გაბუდაყებული თან შურიანი, თავის სიმართლეში დარწმუნებული, მაგრამ მაინც შეპყრობილი საკუთარი არასრულფასოვნებით, უკმაყოფილებით, რომლის კომპენსაციასაც სხვისი მოშორებით დროებით ახერხებდნენ.
აჰა, სხვებიც ვახსენოთ:
ვასიკო მაღლაფერიძე,
ბონდო მძინარიშვილი,
გია იაკობაშვილი,
თამილა დოლიძე,
გიორგი კოხრეიძე,
სოსო სტურუა,
გია მურღულია,
იზაბელა ოსიპოვა.
37 წლის დამსმენები, “დანოსჩიკები” აღდგნენ დღეს ამ ხალხის სახით და ითხოვენ ახალ მსხვერპლს,” – წერს სოციალურ ქსელში თარჯიმანი ზაალ ანდრონიკაშვილი.
შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძის და გია იმნაიშვილის საქმეების მოკვლევა-განხილვა დაასრულა – 21 მარტს სამეურვეო საბჭოს მიერ გამართულ სხდომაზე ადვოკატმა ბორდის წევრებს მოცულობითი დასკვნა წარუდგინა, რომელიც არხის მიმართ თანამშრომლების მიერ წაყენებული ბრალდებებისა და მათგან გამომდინარე ამბების გაშუქებას ქრონოლოგიურად ასახავდა.პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, მ არხის მიმართ კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს ცილისწამებაში დასდო ბრალი, ხოლო ბორდის წევრებს აღნიშნული ბრალდებების პროკურატურისთვის გამოსაძიებლად გადაცემა შესთავაზა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვასილ მათითაიშვილი: შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძეს იმიტომ ჩაარტყა ჩანგალი კისერში, რომ მისმა გაზეთმა, პრაიმტაიმმა წლის უგემოვნო ქალბატონად დაასახელა. მოროშკინამ ციხეში 2 კვირა გაატარა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებს – ამის თანმხლებლად, 2019 წლის დოკუმენტში მითითებულია, რომ აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ეს არის სიმპტომი, რომელიც კავშირში არ არის შერაცხადობასთან