ვხედავთ საქართველოს პრემიერს ჰამასის, ჰესბოლას და რუსეთის წარმომადგენლების გვერდით

“ლელოს” წევრი ფიქრია ჩიხრაძე პრემიერ-მინისტრის ირანში ვიზიტს ეხმაურება და ამბობს:
-ს მაღალ წარმომადგენლობას და სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე საერთოდ უარი განუცხადეს შეხვერდაზე და ამ დროს, ჩვენ ვხედავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰამასის, ჰესბოლას და ს წარმომადგენლების გვერდით. ეს, სამწუხაროდ, ერთგვარ ცივილიზაციურ არჩევანზე მიანიშნებს. ის, რაც საქართველოში ხდება, არის რუსული და ის, რა ნაბიჯებსაც დგამს საქართველოს ხელისუფლება და მისი ცალკეული წარმომადგენლები, მაღალჩინოსნები, ერთიან გეოპოლიტიკურ კონტექსტში იკითხება ანტიდასავლურ დემარშად, – ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.
საქართველოს პრემიერი ირანში ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტი ვიზიტი მოულოდნელად დაიგეგმა. ამასთან, ცნობილია, რომ დემოკრატიული სამყაროს არცერთი ლიდერი ირანში არ ჩასულა, თუმცა თეირანში იყვნენ რუსი მაღალჩინოსნები. რუსული და ქართული სამთავრობო ბორტები გვერდი-გვერდ იდგნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე – მთელი ეს პერიოდი რიჟვაძის მამა არაოფიციალურად ჰყავდათ დაპატიმრებული – წნეხი იყო იმდენად დაუნდობელი, რომ ჩემი შემოსახლების მომენტისთვის, რიჟვაძის ახლო ნათესავების და ბიძაშვილ-მამიდაშვილების ორი წრე უკვე გაქცეული იყო ქვეყნიდან