“ვხედავთ, “ლელო” როგორ შელამაზებულად ცდილობს უკან დაიხიოს თავისი ხისტი პოზიციიდან” – ნინო წილოსანი

ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას, განაცხადა
ს მოახლოებასთან ერთად ჩვენ დავინახავთ, როგორ დაიწყებენ პოლიტიკური პარტიები თავიანთ ვითომ ხისტ პოზიციაში უკან დახევას. გახარიას გაცხადებული აქვს რომ მონაწილეობას იღებს, თუმცა მისი ამომრჩევლის გასაგონად მინდა ვთქვა: საპარლამენტო არჩევნებში რომ მიეცით მანდატები ამ პოლიტიკურ გუნდს, სათანადოდ იყენებენ ისინი ამას? ან გამოიყენებენ თვითმმართველობის არჩევნების დროს თქვენ მიერ გამოხატულ ნდობას? – რა თქმა უნდა, ეს რიტორიკული კითხვაა. ვიცით, რომ „გახარიებმა“ ნამდვილად არ გამოიყენეს ის შესაძლებლობა, რაც ამომრჩეველმა მისცა. რაც შეეხება „ლელოს“, უკვე ვხედავთ, როგორ შელამაზებულად ცდილობს უკან დაიხიოს თავისი ხისტი პოზიციიდან – რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ. ეს პროცესი უფრო და უფრო გადაიწევს და საბოლოოდ თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადებენ, რადგან იქამდე მაინც აქვთ იმედი, რომ თავისი ამომრჩევლის რაღაც ნაწილს გამოიყვანენ ქუჩაში, გააპროტესტებინებენ აბსურდს, აძახებინებენ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, ხოლო შემდეგში, როგორც წესი და კანონია, მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები – რადიკალები საკუთარ თავს არ მიეკუთვნებიან, ისინი გარედან მიღებული დავალებებით ხან იტყვიან რომ მონაწილეობენ, ხან უარს იტყვიან. რა თქმა უნდა, ალბათ, რთულია აგენტის საქმიანობა და ფაქტია, რომ ახლა რაღაც ამათ ცოდვილს ვუყურებთ“,