ვხედავთ დიდ დეზინფორმაციას და მცდელობას, საქართველოს ხელისუფლების იზოლირება მოხდეს და რეალობა სხვა კუთხიდან წარმოჩინდეს

სამწუხაროდ დასავლეთში, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში მოქალაქეების ინფორმირება ცუდად ხდება. მე ვიცი ჩემი შვეიცარიული გამოცდილებით, რომ მოქალაქეს ალტერნატიული აზრი ესაჭიროება, რათა მხოლოდ ერთ წყაროს არ დაეყრდნოს. ეს წარმოადგენს ევროპულ ღირებულებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს შემთხვევაში, ვხედავთ დიდ დეზინფორმაციას და საქართველოს ხელისუფლების იზოლირების მცდელობას. როგორც ყაველაშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნების შედეგები მოსახლეობის უმრავლესობისთვის გასაკვირი არ ყოფილა, მისი წინამორბედის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ გაყალბდა, მსოფლიო მედიამ აიტაცა, პრეზიდენტისგან დეზინფორმაციის გავრცელება კი დაუშვებელია.
„ჩვენს შემთხვევაში ვხედავთ დიდ დეზინფორმაციას და მცდელობას საქართველოს ხელისუფლების იზოლირება მოხდეს და რეალობა სხვა კუთხიდან წარმოჩინდეს. მე უკვე მეცხრედ ვმონაწილეობ არჩევნებში, წინა არჩევნებთან შედარებით, ეს იყო ალბათ საუკეთესო. შედეგები არ გაჰკვირვებია მოსახლეობის უმრავლესობას. ჩემი წინამორბედი ამტკიცებს, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა და ამის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ.
ეს აიტაცა მსოფლიო მედიამ. ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება მიუღებელია ქვეყნის პრეზიდენტისგან. საერთაშორისო მედია ინტერვიუებს იღებდა ჩემი წინამორბედისგან და ავრცელებდნენ მხოლოდ მის მოსაზრებებს, არავის უცდია ხელისუფლების პოზიციების გაგება. ევროპელებისთვის ეს ისმოდა, როგორც სარწმუნო, ეს ხომ ევროპელ მოქალაქეების შეურაცხყოფაა.“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში