,, ვცხოვრობ იმ ქვეყანაში, სადაც ციხიდან ცარიელი ფურცლების გამოტანასაც მიკრძალავენ” – ნიკა კაცია

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულზე დაკავებული ჟურნალისტის ნიკა კაციას სისხლის სამართლის საქმეზე პირველი არსებითი განხილვა დასრულდა.
პროცესს ესწრებოდა ბრალდებული კაციაც.
ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მთელი რიგი უფლებრივი მდგომარეობა დაირღვა და სასამართლოში მისი უდანაშაულობა დამტკიცდება.
“პირველ რიგში, თავისუფლება მზია ამაღლობელს. სიმბოლურად ცარიელი ფურცლები წამოვიღე, ვცხოვრობ იმ ქვეყანაში, სადაც ციხიდან ცარიელი ფურცლების გამოტანასაც მიკრძალავენ. [უნდა დამეწერა] “ჩადების ღამე -თან ერთად”, “რაც ჩამიდეთ, თქვენვე დაგიბრუნდებათო”. თურმე მითხრეს, რომ შეურაცხმყოფელი ფრაზები არ შეიძლება…. მთელი ცხოვრება რომ დამტოვონ ციხეში, არ ვაპირებ იგივე ვუსურვო, ბატონი ჭიტაძეს [პროკურორი] იქნება, თუ სხვას. [ციხეში] დამცინიან, იცინიან ადამიანები, მოქმედებაზე, საუბარზე”,- განაცხადა ნიკა კაციამ. [IPN]
ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.