ვცდილობ, ავუხსნა ევროპელ მეგობრებს, რომ ეს მეგობრობა საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული. თქვენ არ გაქვთ საერთო ღირებულებები, თუ არჩევნებს აუქმებთ, რადგან შედეგი არ მოგწონთ, როგორც ეს რუმინეთში მოხდა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
ვენსმა აღნიშნული განცხადება კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) გაკეთა.
„ვცდილობ, ავუხსნა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ ეს მეგობრობა საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული. მჯერა, ისინი მეგობრები არიან, ვიცი, რომ პრეზიდენტ ტრამპსაც ასე სჯერა. თქვენ არ გაქვთ საერთო ღირებულებები, თუ ადამიანებს აპატიმრებთ იმის თქმისთვის, რომ საზღვრები უნდა დაიხუროს. თქვენ არ გაქვთ საერთო ღირებულებები, თუ არჩევნებს აუქმებთ, რადგან შედეგი არ მოგწონთ, როგორც ეს რუმინეთში მოხდა. თქვენ არ გაქვთ საერთო ღირებულებები, თუ იმდენად გეშინიათ საკუთარი ხალხის, რომ მათ აჩუმებთ“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
ამასთან, ჯეი დი ვენსის განცხადებით, გერმანიის თავდაცვის დაფინანსება ამერიკელი გადამხდელების ხარჯზე ხდება.
„გერმანიის მთელი თავდაცვა სუბსიდირებულია ამერიკელი გადამხდელების მიერ. დღეს გერმანიაში ათასობით ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული. როგორ ფიქრობთ, ამერიკელი გადამხდელები შეეგუებიან ამას? თუ გერმანიაში ციხეში გსვამენ მხოლოდ კრიტიკული „ტვიტის“ გამოქვეყნებისთვის, რა თქმა უნდა, ამერიკელები ამას ვერ მოითმენენ“, – განაცხადა ვენსმა.
პირველი არხი
