“ვცდილობთ, ქალების ეკონომიკურად გაძლიერებაში მივიღოთ მონაწილეობა” – „მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2024“-ში 100-მდე ქალი მონაწილეობდა

24 მარტს სასტუმრო ბილტმორში “მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი – 2024” ჩატარდა, სადაც ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად, მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. სიმპოზიუმის შედეგებზე დეტალურად „ქალების ნარატივში“ “ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის” დამფუძნებელმა, თეა ადუაშვილმა ისაუბრა.