„ვფიცავ, არასდროს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის რუსეთისთვის დათმობას ცდილობს“ – ახალგაზრდების ფიცი

„არა რუსულ კანონს!“ – საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან მსვლელობით გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს სადაც ფიცი დადეს.

პარალმენტის წინ ახალგაზრდების ორგანიზებით მოქალაქეები დღესაც შეიკრიბნენ.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი მათი სულების წინაშე. ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას! ვფიცავ, რომ არასდროს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, სთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს და ერთობას!

ვფიცავ, ვფიცავ, ვფიცავ! გაუმარჯოს დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს!“ – წაიკითხეს სტუდენტებმა გმირთა მოედანზე აღნიშნული ფიცი.

ამჟამად აქციის მონაწილეებმა ისევ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და აქცია იქ გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ტომას ვეიცი – საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ – ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ისინი ქვეყანას ევროკავშირს სანტიმეტრითაც ვერ დაუახლოებენ