ვფიქრობ წყობილებიდან ლევანის გამოსვლა განპირობებულია იმით, რომ ზღვარგადასულ უხეშობას ჰქონდა ადგილი მის მიმართ – გიორგი ვოლსკი პარლამენტში დაპირისპირებაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი პარლამენტში გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიუღებელია მსგავსი ინტენსიური შეტევა, რასაც ქალი დეპუტატები ოპონენტების მიმართ იყენებენ. მისი შეფასებით, ლევან მგალობლიშვილის მიმართ ზღვარგადასულ უხეშობას ჰქონდა ადგილი.
“ქალი დეპუტატების მხრიდან ასეთი შეფასება, ასეთი ფორმულირება არაფერ შუაში არ არის და არანაირად არ შეიძლება იქნეს გამართლებული გენდერული ნიშნით – ის უხამსობა, საერთოდ ის ისტერიკა და ასეთი ინტენსიური შეტევა გამომსვლელზე. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში არც გაუმართლებია თავი ლევანს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ წყობილებიდან მისი გამოსვლა, არის სწორედ იმით განპირობებული, რომ ზღვარგადასულ უხეშობას ჰქონდა ადგილი,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ