ვფიქრობ ცოტა ვინმეს თუ ეპარებოდა ეჭვი რომ მზია ამაღლობელისადმი განაჩენზე დასავლეთში წიკვინი ატყდებოდა, რა თქმა უნდა აქედან ჩაწოდებული ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე, და მას გმირად გამოიყვანდნენ, ისე როგორც თავის დროზე გამოიყვანეს გმირად და ჯილდოები დააყარეს

ვფიქრობ ცოტა ვინმეს თუ ეპარებოდა ეჭვი რომ მზია ამაღლობელისადმი განაჩენზე დასავლეთში წიკვინი ატყდებოდა, რა თქმა უნდა აქედან ჩაწოდებული ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე, და მას გმირად გამოიყვანდნენ, ისე როგორც თავის დროზე გამოიყვანეს გმირად და ჯილდოები დააყარეს
ვფიქრობ ცოტა ვინმეს თუ ეპარებოდა ეჭვი რომ მზია ამაღლობელისადმი განაჩენზე დასავლეთში წიკვინი ატყდებოდა, რა თქმა უნდა აქედან ჩაწოდებული ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე, და მას გმირად გამოიყვანდნენ, ისე როგორც თავის დროზე ნიკა გვარამია გამოიყვანეს გმირად და ჯილდოები დააყარეს – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, საქმე ამაღლობელში არ არის, არამედ იმაში, თუ როგორ ცდილობენ ჩვენი საზოგადოების მენტალობაზე ზემოქმედებას, მათი და მათი აქაური აგენტურის წარმოდგენაში “გმირებად” გამოძერწილი პერსონების რეალურ გმირებად და მაგალითებად წარმოჩენას და საზოგადოების იძულებას რომ ეს დაიჯეროს.
„ვფიქრობ ცოტა ვინმეს თუ ეპარებოდა ეჭვი რომ მზია ამაღლობელისადმი განაჩენზე დასავლეთში წიკვინი ატყდებოდა, რა თქმა უნდა აქედან ჩაწოდებული ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე, და მას გმირად გამოიყვანდნენ, ისე როგორც თავის დროზე ნიკა გვარამია გამოიყვანეს გმირად და ჯილდოები დააყარეს.
აქ საქმე იმდენად ამაღლობელში არ არის (ის უბრალოდ მასალაა), არამედ იმაში, თუ როგორ ცდილობენ ჩვენი საზოგადოების მენტალობაზე ზემოქმედებას, მათი და მათი აქაური აგენტურის წარმოდგენაში “გმირებად” გამოძერწილი პერსონების რეალურ გმირებად და მაგალითებად წარმოჩენას და საზოგადოების იძულებას რომ ეს დაიჯეროს. დიდი რესურსებია ამაში ჩადებული.
ამ კამპანიაში ნებსით თუ უნებლიეთ ჩართული აღმოჩნდნენ ის ხალხი, ვისაც სიტყვა ეთქმის. ამიტომაც, დავინახოთ ამაღლობელის საქმის უკან უფრო დიდი სურათი, რომელიც დღეს შეიძლება კარგად არ ჩანდეს.“ – წერს ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია