ვფიქრობ, სამთავრობო ცვლილებები ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება –

მთავრობის ახალ შემადგენლობაში დიდი ცვლილებების მოლოდინი არ მაქვს, პროგნოზების გაკეთება კორექტული არ იქნება, ამაზე პრემიერობის კანდიდატს უნდა დაველოდოთ, რადგან მისი პრეროგატივაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მ განაცხადა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ცვლილებები ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება და გადაწყვეტილებაც სწორედ ამ კრიტერიუმებით არის მიღებული.
“ჩვენი მიზანია, რომ, ასეთი ცვლილებების შედეგად, გაიზრდება საკითხების ახლებურად დანახვის შესაძლებლობა, ეს ახალ ენერგიასა და შესაძლებლობას გააჩენს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა საარჩევნო წელია, საქართველოსთვის დღის წესრიგი გადახალისებულია, კანდიდატის სტატუსი არსებობს. რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგია გაუმჯობესების ძიება და ვფიქრობ, გადახალისება კარგია. მიღებული გადაწყვეტილება გამართლებულია. ვფიქრობ, ეს ცვლილებები ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება,” – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე – იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან, სადაც არ გიმაგრებს ზურგს ელემენტარული ფაქტები, იქ ხელოვნურად ვერავითარ აჟიოტაჟს ვერ შექმნი