“ვფიქრობ, რუსეთთან შეთანხმება გვაქვს, ახლა ზელენსკისთან უნდა მივაღწიოთ” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, მან რუსეთთან ში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მიაღწია და ახლა ჯერი პრეზიდენტ ზეა.
ამავდროულად, ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკისთან შეთანხმების მიღწევა “მოსალოდნელზე უფრო რთული” აღმოჩნდა.
“ვფიქრობ, მზადაა. ბევრმა თქვა, რომ რუსეთი ყველაფრისთვის მზადაა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რუსეთთან შეთანხმება გვაქვს. ზელენსკისთან შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ… მეგონა, მასთან მოლაპარაკება უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს უფრო რთული აღმოჩნდა”, – განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგვინებით, ტრამპმა ასევე თქვა: “მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ორივესთან შეთანხმება გვაქვს”.
ცნობისთვის, თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ამ კვირაში რუსეთში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გასამართად, გაემგზავრება. უიტკოფი რუსეთში 11 აპრილსაც იყო, სადაც ვლადიმერ პუტინთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართა.