ვფიქრობ, პუტინი დაიღალა ამ ყველაფრით. ის არ გამოიყურება ძალიან კარგად – ტრამპი

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამად კოზირები არ აქვს და უკრაინასთან გარიგების არარსებობის შემთხვევაში, რუსეთს დამანგრეველი სანქციებით დაემუქრა.
„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას [ზელენსკის] არ აქვს კოზირები და არც აქვს… გულწრფელად, მას კოზირები არ აქვს“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა დასძინა, რომ ზელენსკისთან რთული პერიოდი გამოიარა და აღნიშნა, რომ ის კვლავაც მიიჩნევს მას „მსოფლიოში უდიდეს ვაჭრად“.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება სრულად არის ჩართული დარეგულირების პროცესში და განაცხადა, რომ სწორედ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი იყო სტამბოლში მოლაპარაკებების ინიციატორი.
ამავდროულად, აშშ-ის ლიდერმა დაუშვა რუსეთის წინააღმდეგ ახალი „დამანგრეველი“ სანქციები, თუ უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმება არ შედგება.
„ვფიქრობ, პუტინი დაიღალა ამ ყველაფრით. ის არ გამოიყურება ძალიან კარგად“ – თქვა ტრამპმა ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს