ვფიქრობ, “ნაცმოძრაობაში” მიმდინარე პროცესები გაგრძელდება, საინტერესო და სახალისო სანახაობებს ვიხილავთ –

“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ “ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ პარტიაში დაშლის პროცესი, დიდი ხანია, დაწყებულია და, მისი ვარაუდით, ჯერ არ დასრულდება:
“ნაცმოძრაობაში“ ეს პროცესი, დიდი ხანია, დაწყებულია და ვფიქრობ, ჯერ არ დასრულდება, გაგრძელდება, საინტერესო და სახალისო სანახაობებს ვიხილავთ, “ნაციონალურ მოძრაობაში“ არის შიდაპარტიული ბრძოლები სკამისთვის, თანამდებობისთვის. ვერ გაინაწილეს და ვერ გაიყვეს, თუმცა რა ვერ გაიყვეს, არ ვიცი, რა იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვინ სად იქნება და როგორ იქნება, ვფიქრობ, ეს არც მე და საზოგადოების დიდ ნაწილსაც დიდად არ აინტერესებს,” – აცხადებს .
ბათუმის, ჭიათურისა და ზუგდიდის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობა” ამჯერად ხობის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს.
ოპოზიციურ პარტიას 28 წარმომადგენელი გამოეყო, მათგან 10 საკრებულოს წევრია. ისინი პარტიის მოქმედ მენეჯმენტს უპირისპირდებიან. მიზეზად არაფორმალურ მმართველობასა და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ასახელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად