“ვფიქრობ, ბირთვული იარაღი არასდროს დაგვჭირდება” – პუტინი

ვლადიმირ პუტინი სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ს პრეზიდენტმა ბირთვული ომის დაწყება გამორიცხა. მისი თქმით “იქამდე არასდროს მივა საქმე”.
პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთის მფლობელობაში არსებული ატომური ჭურვები სიმძლავრით მრავალჯერ აღემატება -ს მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკში გამოყენებულ ბომბებს.
“მე მაინც ვფიქრობ, რომ ბირთვული იარაღი არასდროს დაგვჭირდება”. – თქვა პუტინმა.
2024 წლის მაისში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არასტრატეგიული ბირთვული იარაღის წვრთნებისთვის ემზადება. ცოტა ხნის შემდეგ წვრთნები დააანონსა ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომაც.

ასევე დაგაინტერესებთ