ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11 წლიან სასწავლო პროგრამაზე – ირაკლი

ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11 წლიან სასწავლო პროგრამაზე – ირაკლი
ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული ანალიზი და ვფიქრობთ, რომ გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი.
„სამი წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისთვის. რა თქმა უნდა, და მსგავსი სპეციალობები არის გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, არის შესაძლებელი სამ წელიწადში ბაკალავრიატის დონის განათლების მიღება და ერთ წელიწადში მაგისტრატურის დონის განათლების მიღება. ასევე, ცოტა ხანში ვგეგმავთ სხვა მიმართულებითაც გარკვეული გეგმების პრეზენტაციას და ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11- წლიან სასწავლო პროგრამაზე, ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს განათლების სამინისტრო,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამ მიმართულებით, სერბებს და ქართველებს შორის წარმატებებს მივაღწიოთ

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით. იყო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში. ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი