ივნისში გვაქვს ძალიან კარგი ტენდენცია და ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენ წელს გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური მონაცემები. ეკონომიკური ზრდის 5 თვის საშუალო მაჩვენებელი არის 9.3%, ივნისშიც გვაქვს ძალიან კარგი ტენდენცია და ვფიქრობთ, რომ საშუალო მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, კარგი ტენდენციები აქვს ქვეყანას და მთავარი მათი შენარჩუნებაა.
„რაც შეეხება ფისკალურ კონსოლიდაციას, აქაც გვაქვს ძალიან კარგი ვითარება, ინფლაციის ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვაქვს მიმდინარე წელს, საგარეო ვალის მაჩვენებელი არის ოპტიმალური ზღვრის ფარგლებში, ასევე, საბიუჯეტო დეფიციტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ყველაფერი არის ზღვრების ფარგლებში და მივყვებით იმ პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალ დონეს და ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს. შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფერმა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით მოგვცა ბიუჯეტის ზრდის საშუალება წელს. გვაქვს კარგი ტენდენციები, მთავარია შევინარჩუნოთ ეს ტენდენციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.