ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვება გამოაცხადა.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვება გამოაცხადა.
“ეს არის აბსოლუტური გამარჯვება, რომელიც მაბედნიერებს”. – ამბობს ვუჩიჩი.
ამ დროისთვის დათვლილია ხმების 80% და ვუჩიჩის სერბულ პროგრესულ პარტიას (SNS) ხმების 46% აქვს მოპოვებული.
მთავარი ოპოზიციური ძალა სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც ხმების 23% აქვს აღებული, ამბობს, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად გააყალბა.
ვუჩიჩმა SNS-ის პრეზიდენტის თანამდებობა მიმდინარე წლის აპრილში დატოვა. პოსტი სერბეთის იმდროინდელმა თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა დაიკავა.
1 ნოემბერს ვუჩიჩმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. წინა არჩევნები სერბეთში 2022 წელს ჩატარდა.