ვუჩიჩი აცხადებს, რომ სერბეთი, რომელიც ევროკავშირისკენ ისწრაფვის, არ არის რუსეთის „ტროას ცხენი” ევროპაში

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, შაბათს ში, „გლობსეკის“ საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას, უარყო მის მიმართ გამოთქმული პრეტენზიები, რომ ის მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და განაცხადა რომ მისი ქვეყანა არ არის მოსკოვის “ტროას ცხენი” ევროპაში.
ვუჩიჩის თქმით, ში რუსეთის მასშტაბური შეჭრის შემდეგ მას პუტინთან ორ-ნახევარი წელი იქნება რაც არ უსაუბრია. სერბეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ სერბეთი “ორ სკამზე არ ზის” და ევროკავშირში გაწევრიანების გზას მყარად ადგას.
ამავე დროს, ვუჩიჩმა არ უარყო, რომ სერბეთი ტრადიციულად ძალიან კარგად ურთიერთობა აქვს რუსეთთან. “ჩვენ ამას არ ვმალავთ და მე არ მრცხვენია ამის”, – აღნიშნა ვუჩიჩმა. ამასთან ბრიუსელი არ ეთანხმება სერბეთს, რომელსაც, კავშირში გაწევრიანების სხვა კანდიდატი ქვეყნების დიდი უმრავლესობისგან განსხვავებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია. მაგრამ ევროკავშირს “ესმის” ბელგრადის პოზიციისა,- დასძინა ალექსანდარ ვუჩიჩმა.
ამავე დროს, ვუჩიჩმა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ყველაზე დიდ პრობლემად დაასახელა არა სერბეთის ურთიერთობა რუსეთთან ან უკრაინასთან, არამედ ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს ირგვლივ შექმნილი ვითარება.
კოსოვოს ომის (1998-1999 წწ.) დასრულებიდან თითქმის ათი წლის შემდეგ სერბეთისგან კოსოვოს 2008 წელს ცალმხრივ გამოყოფას კოსოვოს ჩრდილოეთ რეგიონში მცხოვრები სერბები არ აღიარებენ და კვლავ ბელგრადს მიიჩნევენ თავიანთ დედაქალაქად.
კოსოვოს მოსახლეობის 90%-ს ეთნიკური ალბანელები შეადგენენ, სერბები კი მხოლოდ ჩრდილოეთ რეგიონში წარმოადგენენ უმრავლესობას. კოსოვო აღიარა საერთაშორისო თანამეგობრობის დიდმა ნაწილმა. ის არ უცნია ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოს. სერბეთის ყოფილი ოლქის დამოუკიდებლობას არ ცნობს გაეროს უშიშროების საბჭოს ორი წევრი, ჩინეთი და რუსეთი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”