ვუჩიჩი აცხადებს, რომ სერბეთი არ არის რუსეთის მარიონეტი

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ს განცხადებით, რომელმაც სერბეთს „ს მარიონეტი“ უწოდა. ამის შესახებ N1info იუწყება.

მან დასძინა, რომ სერბეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა და არ არის რუსეთის, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის ან ვინმე სხვა ქვეყნის მარიონეტი.

ვუჩიჩი ამბობს, რომ სერბეთი ამაყობს თავისი დამოუკიდებლობით.

„ჩვენ არ ვართ მორჩილი და გავაგრძელებთ დამოუკიდებელ პოლიტიკას როგორც რუსეთის ფედერაციასთან, ასევე სხვა საკითხებთან მიმართებით“, – აცხადებს ვუჩიჩი.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – ვანო თარხნიშვილზე თავდასხმა არ წარმოადგენს იზოლირებულ ინციდენტს – ,,ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასჯისა და დაშინების საგანგაშო პრაქტიკას ადასტურებს