ვულოცავ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს – რობერტა მეცოლა

ვულოცავ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლამ „ტვიტერზე“ დაწერა.
„ჩვენ მოგისმინეთ თქვენ და თქვენი ევროპული მისწრაფებების შესახებ. დღეს საქართველო ამაყობს, რომ მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს ნიშნავს იმედს“, – წერს რობერტა მეცოლა.
ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ