“ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 91 წლის იუბილეს! უდიდესია მისი ღვაწლი სასულიერო და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით” –

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორის იუბილეს პოლიტიკოსები ულოცავენ. “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ მილოცვის წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ქვეყნის წინაშე მის ღვაწლს გაუშვა ხაზი.
“ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 91 წლის იუბილეს! ვუსურვებ ჯანმრთელობას და სულიერების სათავეში დიდხანს ყოფნას.
უდიდესია მისი ღვაწლი სასულიერო და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. რთულ ვითარებაში, მის გონიერ გადაწყვეტილებას, ხშირად მოუტანია საზოგადოებრივი სიმშვიდე ქვეყანაში. ის მსოფლიო მნიშვნელობის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელია, რისი აღიარების შემსწრე არაერთხელ ვყოფილვართ.
ბედნიერია ჩვენი თაობა იმით, რომ თითოეული ჩვენგანი მისი მოღვაწეობის უშუალო თანამონაწილე ვართ,” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს სულმოუთქმელად სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს