ვულოცავ საქართველოს – არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში – პრეზიდენტი

გილოცავთ ყველას! ვულოცავ საქართველოს. არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც რწმენა, მიზანდასახულება, დაუზოგავი თავგანწირვა და გამარჯვების ჟინია, იქ გამარჯვებაცაა! გილოცავთ ყველას! ვულოცავ საქართველოს … არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში… შემართებით!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. პირველი გოლი შეხვედრის მეორე წუთზე მ გაიტანა, ხოლო მეორე – გიორგი მიქაუტაძემ.
30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.