ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას ვულოცავ საქართველოს პრეზიდენტის არჩევას

საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის საქმიანობა ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის განმტკიცებას და ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩევლის დამსახურებაა, რომლებმაც ნდობა გამოუცხადეს „ქართულ ოცნებას“.
„კიდევ ერთხელ ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას, ვულოცავ მილიონ 120 ათასზე მეტ ამომრჩეველს, სწორედ მათი მანდატის წყალობით შევძელით არჩევნებში მხარი დაგვეჭირა მიხეილ ყაველაშვილისთვის და სწორედ ამ მხარდაჭერის დამსახურებაა მისი გამარჯვება პრეზიდენტის თანამდებობაზე, თუმცა არა მარტო ჩვენ ამომრჩეველს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას ვულოცავ საქართველოს პრეზიდენტის არჩევას.
მიხეილ ყაველაშვილის საქმიანობა, მოღვაწეობა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ვფიქრობ, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცებას და ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

ლიზა გეგეჭკორი: ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით – არცერთი