ვულოცავ კლაუდია შეინბაუმს მექსიკის პირველ ქალ პრეზიდენტად არჩევას – პრეზიდენტი

პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმს მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ კლაუდია შეინბაუმს მექსიკის პირველ ქალ პრეზიდენტად მის ისტორიულ არჩევას. ამ მღელვარე დროში, კიდევ ერთი ქალი ლიდერის ნახვა შთამაგონებელია. მოუთმენლად ველი საქართველოსა და მექსიკის ურთიერთობების გასაძლიერებლად ერთად მუშაობას!“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი X-ზე.
შეგახსენებთ, რომ მექსიკაში ისტორიულ არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტი, წარმოშობით ებრაელი და პროფესიით კლიმატოლოგი, მეხიკოს ყოფილი მერი კლაუდია შეინბაუმი გახდა. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ეს არჩევნები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო. ხმის მისაცემად 98 მილიონზე მეტი ამომრჩეველი დარეგისტრირდა.