ვულოცავ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, საქართველო მზად არის, კიდევ უფრო გააღრმავოს პოლონეთთან თანამშრომლობა საერთო ინტერესების ყველა სფეროში

ვულოცავ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, საქართველო მზად არის, კიდევ უფრო გააღრმავოს პოლონეთთან თანამშრომლობა საერთო ინტერესების ყველა სფეროში
ვულოცავ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მთავრობის მეთაური კაროლ ნავროცკის წარმატებას უსურვებს და საქართველოს სახელით მზადყოფნას გამოთქვამს, კიდევ უფრო გააღრმავოს პოლონეთთან თანამშრომლობა საერთო ინტერესების ყველა სფეროში.
„კაროლ ნავროცკის წარმატებას ვუსურვებ პოლონეთის უწყვეტი განვითარების, კეთილდღეობისა და პოლონელი ხალხის მისწრაფებების შესრულების გზაზე. საქართველო კვლავ ადასტურებს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას და მზად არის, კიდევ უფრო გააღრმავოს პოლონეთთან თანამშრომლობა საერთო ინტერესების ყველა სფეროში,“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან რეგიონული დაკავშირებადობისა და ვაჭრობის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით