“ვულოცავ გიოს ევრო 2024-ის ოქროს ბუცის მოგებას და ვულოცავ ქართულ ფეხბურთს, რომელსაც უდიდესი, ისტორიული და საკოლექციო ჯილდო შეემატა“ – შოთა არველაძე

ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გიორგი მიქაუტაძეს ევრო 2024-ის ოქროს ბუცის მოგებას ულოცავს.
“ვულოცავ გიოს ევრო 2024-ის ოქროს ბუცის მოგებას და ვულოცავ ქართულ ფეხბურთს, რომელსაც უდიდესი, ისტორიული და საკოლექციო ჯილდო შეემატა 🇬🇪
ისიც სათქმელია, რომ მიქაუტაძემ 3 გოლი ყველაზე ნაკლებ დროში გაიტანა და ამით, ეს ჯილდო კიდევ უფრო მეტად ფასობს”, – წერს შოთა არველაძე.