ვულკანი ეტნას ფერფლი და კვამლის სვეტი 5კმ-ის სიმაღლეზე გავრცელდა

იტალიის კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნას აქტივობა კვირას გაიზარდა – ლავა ამოიფრქვა, ფერფლისა და კვამლის სვეტი ხუთ კმ-ის სიმაღლეზე გავრცელდა. ამის შესახებ სააგენტო EFEნ იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ცნობით, ეტნას აქტიურობას თან ახლავს მუდმივი მიწისძვრები, ისინი დაფიქსირდა 2,8 ათასი მეტრის მანძილზე ამიტომ ეს ფენომენი საფრთხეს არ უქმნის ვულკანთან ახლოს მდებარე ქალაქებს.
ეტნა ევროპაში ყველაზე აქტიური ვულკანია, რომელიც სიცილიის აღმოსავლეთით მდებარეობს.