ისლანდიის დედაქალაქის სამხრეთით ვულკანის ამოფრქვევამ ცეცხლისფერი ლავისა და კვამლის ძლიერი ნაკადი წარმოშვა, რის გამოც ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა.
მიუხედავად ვულკანური აქტივობისა, საჰაერო მიმოსვლა შეუფერხებლად გრძელდება.
ჩრდილოატლანტიკურ კუნძულზე, რომელსაც “ყინულისა და ცეცხლის ქვეყანას” უწოდებენ, 2021 წლიდან ეს უკვე მეთერთმეტე ამოფრქვევაა. ვულკანური სისტემა, რომელიც თითქმის 800 წლის განმავლობაში მიძინებული იყო, კვლავ გააქტიურდა.
