„ლიონის“ გავარდნა „ვულვერჰემპტონს“ შესაძლებლობას აძლევს, დაიმატოს ფრანგული გუნდის ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც გასულ სეზონში შედეგიანად ითამაშა – ინფორმაციას გამოცემა molineux-ი ავრცელებს.
„ვულვზს“, დიდი ალბათობით, ზაფხულში ცენტრალური თავდამსხმელი დატოვებს – ამიტომ გუნდის მენეჯერები ახალ თავდამსხმელს ეძებენ. ამ კუთხით საინტერესო ამბავი მოხდა საფრანგეთში, სადაც „ლიონმა“ ფინანსური სირთულეები ვერ მოაგვარა და ლიგა 2-ში დააქვეითეს.
ამან, შესაძლოა, „ვულვზს“ შანსი მისცეს, დაიმატოს ფეხბურთელი, რომელიც მათ რადარზე იყო. „მგლებს“ ჟორჟ მიქაუტაძის შეძენის კარგი შანსი აქვთ, რადგან გავარდნის შემდეგ „ლიონი“ მას გაყიდის. დაქვეითების შემდეგ ფრანგული კლუბი ძვირად ღირებული ფეხბურთელების გაყიდვას გეგმავს, ამიტომ არსებობს შანსი, რომ მიქაუტაძე მის რეალურ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად შეიძინოს.
ჟორჟ მიქაუტაძის მომავალს „მგლებს“ 2023 წლის ზაფხულშიც უკავშირებდნენ. მიქაუტაძე „ლიონს“ გასულ წელს შეუერთდა „მეციდან“ და 2024/25 წლებში ყველა ტურნირში 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა“, – წერს molineux-ი.
