“ვუთხარი, რომ მის განკარგულებაში ვიქნებოდი. მხოლოდ ერთი საკითხი უნდა დავაზუსტოთ: რაზე?”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრი, პუტინის მეგობარი ვიქტორ ორბანი საუბრობს და მხარეების შეხვედრის თაობაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებას ეხმაურება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზეც განაცხადა, რომ მას უნგრეთის პრემიერთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის ორგანიზება სურს, მიუხედავად იმისა, რომ კიევისადმი მისი პოლიტიკა არც ისე მეგობრულია.
მისი თქმით, უკრაინა გარკვეულ კითხვებზე პასუხებს ეძებს და ამისთვის უნგრულ მხარესთან შეხვედრის ორგანიზებას ცდილობს.