პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ის არ შეხვდება ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს და მასთან ერთად ჩამოსულ ევროპელ პოლიტიკოსებს.
“ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის. მათ შორის იყო სურვილი ჩემთან შევხედრისა, ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვისთვის, ვინაიდან იქნება მესამე მოსმენა და არ არის კარგი დრო იმისთვის, რომ საგნობრივი საუბარი გვქონდეს და უკეთესი იქნებოდა, განხილვების შემდეგ ყოფილიყო… ვინაიდან მათ დაგეგმილი აქვთ, როგორც ვხდები, აპირებენ ჩამოსვლას, გამომდინარე იქიდან, რომ აქციებს ჰქონდათ ძალადობრივი ხასაითი, მათი აქ ვიზიტი შესაძლოა, რადიკალურმა ოპზოიციამ როგორც წამახალისებელი მიიღოს რადიკალური ქმედებების, ვუთხარი, რომ ესეც მიიღონ მხედველობაში, ვინაიდან ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ძალადობრივი გეგმები და მათი აქ ყოფნა შეიძლება გამოიყენონ იმისთვის, რომ კვლავ განახორციელონ თავდასხმა პარლამენტზე,” – ამბობს პაპუაშვილი.
საქართველოში ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი ჩამოდის. როთის ვიზიტი ემთხვევა “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით განხილვას.
როგორც ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე წერს, რომ მასთან ერთად თბილისს ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ეწვევიან.