“ვუერთდებით წამოწყებას” – “ბარამბო” აქციაზე დაზარალებულთა ფონდში 20 000 ლარს გადარიცხავს

“ბარამბო” აქციაზე დაზარალებულთა ფონდში 20 000 ლარს გადარიცხავს – ამის შესახებ კომპანია ინფორმაციას Facebook-გვერდზე აქვეყნებს. კომპანიაში სჯერათ, რომ სამართლიანობისა და სიმართლისთვის ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთმანეთის თანადგომაა.
“ბარამბო” მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას!
ევროპული ინტეგრაციის დროებითი შეჩერება ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მოქალაქეებს და 20,000 ლარს გადავცემთ სოლიდარობის ფონდს აქციებზე დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად, რაც გულისხმობს მკურნალობის, ჯარიმების და სხვა სახის ფინანსური ხარჯის ანაზღაურებას.
გვჯერა, რომ სამართლიანობისა და სიმართლისთვის ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთმანეთის თანადგომაა. აქციის მონაწილეებისთვის ჩვენი კარი კვლავ ღიაა – გიმასპინძლებთ მელიქიშვილის 11 ნომერში მდებარე ბარამბოს ობიექტში, სადაც უსასყიდლოდ დაგხვდებათ ცხელი სასმელი და ტკბილეული”, – ნათქვამია განცხადებაში.
https://www.prosperitygeorgia.org/