„ვუერთდებით ძირითად აქციებს“ – ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ უერთდება ძირითად საპროტესტო აქციებს.
„ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ილიაუნის სტუდენტები ვთვლით, რომ ამ პროცესებში ჩვენი ჩართულობა აუცილებელია.
ყველა სამთავრობო ინსტიტუტის უზურპირების შედეგად, ხელისუფლებამ ერთპარტიულ და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს დაუქვემდებარა საქართველოს პარლამენტი, პროკურატურა, და . ამით საქართველოში რუსეთში არსებული ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბების მცდელობა გამოიხატება. რასაკვირველია, ეს ყოველივე აჩერებს ევროინტეგრაციას და გვართმეს საშუალებას მომავალში მივიღოთ დასავლური განათლება იმ პირობებით, რომლითაც ევროკავშირელი სტუდენტები სარგებლობენ“, – ამბობენ ისინი.
ილიაუნის სტუდენტების თქმით, გეგმავენ სხვადასხვა აქტივობას და მათ შორის, მობილური ჯგუფების შექმნას.
„უნდა ვიყოთ ბევრნი! გთხოვთ, გავავრცელოთ ინფორმაცია ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის შესახებ. იმედი გვაქვს შემოგვიერთდებით, რათა ერთად დავიცვათ ილიას ღირებულებები და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ვიცით, მხოლოდ მოძრაობითა და მოძრაობით შევძლებთ ამას!“, – წერენ ისინი.