„ვუერთდებით სხვა სტუდენტებს და ორშაბათიდან ვწყვეტთ ლექციებზე სიარულს“ – საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებას, რომ ისინი ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ორშაბათიდან სასწავლო პროცესს შეაჩერებენ, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან. ცოტა ხნის წინ მათ საგანგებო განცხადება გააკეთეს.
“ჩვენ, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები, აღშფოთებულები ვართ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით. ჩვენთვის ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი მომიტინგეების მიმართ ნიშნავს დემოკრატიისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლას. ქვეყანაში, სადაც არ იბრძვიან უკეთესი მომავლისთვის, ქვეყნის ევროინტეგრაციისა და თავისუფლებისთვის, აზრი ეკარგება აკადემიურ პროცესს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვუერთდებით სხვა სტუდენტებს და ორშაბათიდან ვწყვეტთ ლექციებზე სიარულს” – განაცხადეს სტუდენტებმა.