„ვუბრუნდები 24/7 რეჟიმით მუშაობას და საკონფერენციო ოთახში ძილს…“ – ილონ მასკი

ილონ მასკის თქმით, ის ისევ 24/7-ზე იწყებს მუშაობას და ღამეს საკონფერენციო, სერვერისა და ქარხნის ოთახებში გაათევს. როგორც თავად განმარტავს, მთავარი ყურადღება ახლა X-ზე, ს კომპანიაზე xAI და Tesla-ზეა, ხოლო მომდევნო კვირაში Starship-ის გაშვებაც დაგეგმილი აქვს.
მასკის ეს განცხადებაX-ის გლობალურ გათიშვას, მოჰყვა, რომელმაც ათეულ ათასობით მომხმარებელი დააზარალა როგორც -ში, ისე ევროპასა და აზიაში. Downdetector-ის მონაცემებით, ყველაზე მეტად მომხმარებლებმა აშშ-ში იზარალეს, მაგრამ წვდომის პრობლემა ჰქონდათ გერმანიაში, საფრანგეთში, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებშიც.
X-ს გლობალური გათიშვის მიზეზები ჯერჯერობით არ დაუსახელებია.
მასკისვე თქმით, 2025 წელს მისი აქტივებიდან პოლიტიკურ დონაციებზე ბევრად ნაკლები დაიხარჯება. გასულ წელს მან თითქმის $300 მილიონი დოლარი დახარჯა სა და სხვა რესპუბლიკელი პოლიტიკოსების მხარდაჭერაზე.ამერიკელები ბიზნესმენის თქმით, ახლა დროა ბიზნესი ისევ პირველ პლანზე დააყენოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ინვესტორების წუხილი იზრდება და მასკის კომპანიებისადმი ნდობა გლობალურ ბაზარზე სულ უფრო იკლებს.