“ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ბავშვის ბებია დაიჭირესო, არადა დასაკითხად ჰყავდათ… ბავშვის დედა გონზეა, მაგრამ ვერაფერს იხსენებს” – ხაშურის ტრაგედიის დეტალები

ხა­შურ­ში, 5 ივ­ნისს დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. დი­ლის 8 სა­ათ­ზე სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ მა­მას, ლე­ვან ბარ­ბა­ქა­ძეს სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდა, მისი 9 წლის შვი­ლი, ლუკა ბარ­ბა­ქა­ძე გარ­დაც­ვლი­ლი იყო, ხოლო მისი მე­უღ­ლე, ნანა ხი­ხა­ძე – უგო­ნოდ და კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქალი ჯერ ხა­შუ­რის რე­ფე­რა­ლურ კლი­ნი­კა­ში მი­იყ­ვა­ნეს, შემ­დეგ კი თბი­ლი­სის პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს.

ნანა ამ დრომ­დე მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცესს გა­დის. ექი­მე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა შე­დე­გი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­უმ­ჯო­ბეს­და და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე სტა­ბი­ლუ­რია, ის გონ­ზე მო­ვი­და, თუმ­ცა უჭირს გა­იხ­სე­ნოს, რა მოხ­და ტრა­გე­დი­ის დღეს.

AMBEBI.GE ნანა ხი­ხა­ძის დას ესა­უბ­რა:

“ჩემი და ნელ-ნელა გა­მო­დის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, არის ან­ტი­დეპ­რე­სან­ტებ­ზე, აქვს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ტვინ­ზე და იღებს წამ­ლებს. ვერ იაზ­რებს რა ხდე­ბა, ბოლო დღე­ებს ვერ იხ­სე­ნებს კარ­გად. ტვი­ნის მკვე­ბა­ვებს იღებს და იქ­ნებ გა­მო­ვი­დეს მდგო­მა­რე­ო­ბი­დან.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, არ ვიცი ვინ და რა­ტომ ავ­რცე­ლებს. და­კა­ვე­ბით არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ დე­დამ­თი­ლი, უბ­რა­ლოდ ბო­ლოს (ტრა­გე­დი­ის დღეს) ერ­თად იყ­ვნენ და წა­იყ­ვა­ნეს და­სა­კი­თხად. ჩემი და 12 წე­ლია, გა­თხო­ვი­ლია და მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია ჯერ არ ქო­ნია ოჯახ­თან. დე­დამ­თილ­ზეც რაც ით­ქვა მე ვერ და­ვი­ჯე­რებ მა­გას. ყვე­ლა შოკ­შია, მსგავ­სი ტრა­გე­დია არ მსმე­ნია არ­სად, ჩემი სიძე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, ის ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ცო­დე­ბა, რომ შე­ეს­წრო ამ ყვე­ლა­ფერს”.

  • ოჯა­ხი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ბავ­შვის ბე­ბი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებ­ზე AMBEBI.GE-ს გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის მა­მი­და ესა­უბ­რა:

“ვრცელ­დე­ბა ბევ­რი არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია, ჩვენ ოჯახ­მა არ ვი­ცით, რა მოხ­და და ხალ­ხი ავ­რცე­ლებს სა­ში­ნელ ჭო­რებს.. ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხებს ვე­ლო­დე­ბით, 45 დღე­ში იქ­ნე­ბაო ბავ­შვის ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბი, ვე­ლო­დე­ბით.

ერთი რაც ვიცი, ბავ­შვს აჯაფ­სან­და­ლი არ უჭა­მია, არც და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი. ბავ­შვზე ვი­ტი­როთ თუ ასეც ჭო­რებ­ზე, აღარ ვი­ცით, თან ჰყვე­ბოდ­ნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი ლუ­კა­ჩოს. რა ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა თავს და ღმერ­თმა მი­ხე­დოს ყვე­ლას, ვინც ეს ჭორი გა­ავ­რცე­ლა. დე­და­ჩე­მი ტი­რის საქ­ვეყ­ნოდ, მომჭრეს თა­ვიო. კვი­რას გვაქვს ორ­მო­ცი. ალ­ბათ ამის მერე მა­ლე­ვე გა­ირ­კვე­ვა სი­მარ­თლე.

რო­მე­ლი დე­დამ­თი­ლი გა­ი­მე­ტებს ბი­ჭის ოჯახს. დე­და­ჩემს ჩემს რძალ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. ცემ­ში გვიშ­ვებ­და დედა, სკო­ლის არ­და­დე­გებს ვე­ლო­დე­ბო­დით და დე­დაც ჩვენ­თან ერ­თად უნდა წა­მო­სუ­ლი­ყო, ჩემი ბავ­შვი და ლუკა ერ­თად ატა­რებ­დნენ ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გებს.

ლუ­კას დაკ­რძალ­ვის მე­ო­რე დღეს ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­სა­კი­თხად წა­იყ­ვა­ნეს და ბე­ბია და­ი­ჭი­რე­სო, გა­ავ­რცე­ლეს ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, არა­და სახ­ლშია ქალი, ტი­რის არ ვიცი, რო­გორ გა­და­ი­ტანს. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა წვა­ლე­ბით გაგვზარ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს რძალს, გონს მო­ვი­და, მაგ­რამ ვე­რა­ფერს იხ­სე­ნებს” – გვიყ­ვე­ბა ლალი ბარ­ბა­ქა­ძე.

მომ­ხდა­რის ერთ-ერთ არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ად, ამ დრომ­დე გა­ნი­ხი­ლე­ბა ინ­ტოქ­სი­კა­ცია. თავ­და­პირ­ვე­ლად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეს იყო ბო­ტუ­ლიზ­მი, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი პირ­ვე­ლა­დი პა­სუ­ხით ბო­ტუ­ლიზ­მი გა­მო­ი­რი­ცხა.

“თა­ვი­დან­ვე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ერ­თა­დერ­თი ვერ­სია, საკ­ვე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია და ამი­ტომ ყვე­ლა ელო­დე­ბა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს. რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, დედა- შვილს შე­საძ­ლოა ჰქონ­დეს ნა­ჭა­მი აჯაფ­სან­და­ლი და ძეხ­ვი, ამი­ტომ გა­მო­ით­ქვა ეჭვი, რომ შე­საძ­ლოა ბო­ტუ­ლიზ­მი ყო­ფი­ლი­ყო ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი. თუმ­ცა რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, დე­დის კუ­ჭი­დან ზონ­დით ამო­ღე­ბულ მა­სა­ში არ აღ­მოჩ­ნდა ბო­ტუ­ლიზ­მის კვა­ლი. იცით, რომ ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­იგ­ზავ­ნა დე­დის პირ­ნა­ღე­ბი მა­სა­ლა, ასე­ვე ზონ­დით მისი კუ­ჭი­დან ამო­ღე­ბუ­ლია მასა, ამ მა­სა­ლის კვლე­ვით უნდა გა­ირ­კვეს, რამ გა­მო­იწ­ვია ინ­ტოქ­სი­კა­ცია. მას­ში არ აღ­მოჩ­ნდა ბო­ტუ­ლიზ­მის კვა­ლი” – ამ­ბობ­და რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ხა­შუ­რის ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით ჩი­ქო­ვა­ნი.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. რამ გა­მო­იწ­ვია ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ამ ეტაპ­ზე, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ცნო­ბი­ლი არ ხდე­ბა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…